ჩვენ შესახებ


  • საბავშვო ბაღში პატარებს ფიზიკური,ინტელექტუალური, ემოციური და სოციალური განვითარებისთვის შესაფერისი თბილი და კეთილგანწყობილი გარემო დახვდებათ;
  • სასწავლო პროგრამები შერჩეულია ბავშვების ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით;
  • ინგლისურ ენაზე ხორციელდება, კემბრიჯის სკოლამდელი განვითარების პროგრამა, რაც იძლევა საშუალებას, რომ ბავშვებმა ინგლისური ენის კომპეტენცია მშობლიური ენის დონემდე აიყვანოს.
  • ინტერიერი მოწყობილია პატარების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ნორმების მაქსიმალური დაცვით;
  • სამუშაო ოთახები უზრუნველყოფილია ბიბლიოთეკითა და განმავითარებელი რესურსით.
  • საბავშვო ბაღში ფუნქციონირებს შემეცნებით/განმავითარებელი სივრცე, რომელიც მოწყობილია მარია მონტესორის მეთოდის პრინციპითა და შესაბამისი რესურსით.
  • პატარები თამაშით შეიმეცნებენ სამყაროს - უტარდებათ სიმღერისა და ცეკვის, კულინარიის გაკვეთილები, სპეციალურად შემუშავებული თამაშებით უვითარდებათ წერა-კითხვის, მეტყველების, უცხო ენის, მოსმენისა და მათემატიკურ-სივრცითი აზროვნების უნარები;
  • საბავშვო ბაღში პერიოდულად იმართება: შეხვედრები საბავშვო მწერლებთან, საგანმანათლებლო გასვლითი ტურები მუზეუმში, თეატრში,ზოოპარკში და სხვა;
  • სასწავლო წლის ბოლოს პატარები ღია გაკვეთილსა და ზეიმზე ეპატიჟებიან მშობლებს;
  • წინა სასკოლო ჯგუფის აღსაზრდელებს გადაეცემათ დამამთავრებელი სერტიფიკატი;
  • ბავშვები ხატვასა და ძერწვას ეუფლებიან ნატურალური საღებავებისა და თიხის გამოყენებით;
  • ყოველ ასაკობრივ ჯგუფთან მუშაობენ კვალიფიციური პედაგოგები;
  • ბავშვები ნატურალური და ჯანსაღი, უმაღლესი ხარისხის პროდუქტებით იკვებებიან. დღის განმავლობაში გათვალისწინებულია სამჯერადი კვება;
    მენიუში, რომელიც ექიმ-დიეტოლოგის რეკომენდაციებით მზადდება, დაცულია ბავშვის ჯანმრთელობისათვის საჭირო დღიური კალორიებისა რაოდენობა;
  • აღსაზრდელები წყნარი საათის დროს ორთოპედიულ ლეიბებზე იძინებენ , რაც ხელს უწყობს მათი ხერხემლის სწორ განვითარებას;
  • დასასვენებელ-სასეირნო ზონაში დაგებულია სპეციალური რბილი საფარი და განთავსებულია გასართობი მოედანი;
  • წელიწადში ორჯერ ბაღის ყველა აღსაზრდელს უტარდება ორთოპედიული გამოკვლევა;
  • საბავშვო ბაღში ფუნქციონირებს სხვადსახვა წრეები, რომელიც შეგიძლიათ აირჩიოთ ბავშვის ინტერესისა და სურვილისამებრ.