სწავლა


ჩვენი დანიშნულებაა თქვენი პატარა მომზადებული შეხვდეს სასკოლო ასაკს და სტრესის გარეშე შევიდეს სკოლაში.

სპეციალური პროგრამის დახმარებით ბავშვი სასარგებლო თამაშებით სწავლობს, ვითარდება და ყალიბდება უფროსების ძალდატანებისა და უხეში ჩარევის გარეშე.

  • მათემატიკა
  • აღსაზრდელი ეუფლება მათემატიკურ საწყისებს, სპეციალური სათამაშოების და აღმზრდელების დახმარებით სწავლობს თვლას, მიმატება–გამოკლებას, ეცნობა გეომეტრიულ ფიგურებს და ა.შ.
  • ლინგვისტიკა
  • ეცნობიან ასოებს, სწავლობენ ასოების წაკითხვას, სწავლობენ დამარცვლას, ხდება წერის მოტორიკის განვითარება, სწავლობენ გამართულ მეტყველებას.
    სწავლობენ რუსულ და ინგლისურ ენას: სიტყვებს, ლექსებს, სიმღერებს, ანბანს სპეციალური ვიდეო გაკვეთილების დახმარებით.
  • ჭადრაკი – 5 წლის ასაკიდან ხდება ჭადრაკის შესწავლა.
  • სახალისო ისტორია, გეოგრაფია, მშობლიური ენა.
  • ხელოვნება
    • ხატვა, ძერწვა, აპლიკაცია, კონსტრუირება, სახალისო კულინარია, ექსპოზიციების შექმნა;
    • ცეკვა
    • სიმღერა
    • თეატრალური წრე
  • მონტესორის განმავითარებელი ვარჯიშები.

წელიწადში ორჯერ, უფასო ორთოპედიული გამოკვლევა.

ასევე, ბაღში ფუნქციონირებს ფასიანი წრეები: ბალეტი, ტანვარჯიში, კარატე, ორთოპედიული ვარჯიში, ლოგოპედია.