ჩვენ შესახებ


მოიყვანეთ თქვენი პატარა ჩვენს საბავშვო ბაღში მასზე იზრუნებენ აღმზრდელები, ფსიქოლოგი, პედიატრი, მოწვეული პედაგოგები, კვალიფიციური მზარეული. სადაც მას ექნება ჯანმრთელობის დაცვის და ფიზიკური სრულყოფის პირობები, სწავლებისთვის შესაბამისი გარემო. დაცული იქნება ყოველგვარი ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფისგან. მიიღებს საგანმანათლებლო სტანდარტის შესაბამის განათლებას და ისარგებლებს დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურებით.

მიზანი

ჩვენი მიზანია აღსაზრდელის ფიზიკური, გონებრივი, ზნეობრივი განვითარება იყოს ადაპტირებული სოციალურ გარემოში.

  • გამოიმუშაოს პირადი ჰიგიენის და თვითმომსახურების უნარ–ჩვევები.
  • შეეჩვიოს სწორად კვებას
  • იყოს დამოუკიდებელი იცოდეს უსაფრთხოების წესები (როგორ გაერიდოს საშიშ სიტუაციებს); შეეძლოს დამოუკიდებელი და ჯგუფური მუშაობა
  • იცნობდეს ბუნებას, აღიქვას მისი ესტეთიური მხარე
  • სიამოვნება მიიღოს ხელოვნების ნიმუშებისგან, ისწავლოს ხატვა, ძერწვა, აპლიკაციების გაკეთება
  • „ისწავლოს სწავლა“ – ისწავლოს მათემატიკა, მშობილიური და უცხო ენები თამაშით და პროცესი იყოს სახალისო
  • ქონდეს მაღალი თვითშეფასება, ჩამოუყალიბდეს ლიდერის უნარები, იცოდეს რა სურს და რა შეუძლია
  • შეეძლოს საკუთარი აზრის გამოხატვა და სწორად გადმოცემა